ავტოსკოლა „მწვანე გზა“ გთავაზობთ მართვის მოწმობის ასაღებად საჭირო საგამოცდო საკითხების შესწავლას თანამედროვე სტანდარტების დონეზე. თეორიული სწავლება მიმდინარეობს თქვენთან შეთანხმებული დროისა და პირობების შესაბამისად, გამარტივებული მეთოდით და LSD მონიტორით. სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა - ორი კვირიდან ერთ თვემდე (დამოკიდებულია მსმენელის ათვისებასა და მონდომებაზე), რის შემდეგაც იქნება შიდა გამოცდა და საჭიროების შემთხვევაში დაინიშნება დამატებითი გაკვეთილები უფასოდ. ავტოსკოლა „მწვანე გზა“ გთავაზობთ აგრეთვე პრაქტიკულ მეცადინეობებს. მომზადება მიმდინარეობს სპეციალურად შექმნილ მოედანზე, რომელზეც გაკეთებულია იგივე სავარჯიშოები, რაც საპატრულოშია გამოცდებზე. სამუშაო საათები: ყოველდღე სასწავლო საათები: 15:00 სთ-დან 21:00 სთ-მდე
საიდენთიფიკაციო კოდი: 123